კომპანიები დიდწილად დამოკიდებულნი არიან ოფის მენეჯერებზე ეფექტური ოფისის შენარჩუნების მხრივ. ეს შეიძლება გულისხმობდეს ოფისის ეფექტურ ოპერაციებს, მხარდაჭერის აღმოჩენას კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებისადმი და ოფისის პერსონალის პროდუქტიულობის და კმაყოფილების ზრდას. ოფის მენეჯმენტი ჩვეულებრივ მოითხოვს მოთმინებას, ოფისის მართვასთან დაკავშირებულ უნარებს, ლიდერობის უნარს და წნეხის ქვეშ მუშაობის უნარს.

განათლება და გამოცდილება

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დამსაქმებელი არ ითხოვს უნივერსიტეტის ხარისხს, თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ ამ სამსახურის მიღების შანსები ბაკალავრის ხარისხით ბიზნესში ან მენეჯმენტში. თუმცა თუ ეს ხარისხი არ გაქვთ, შეგიძლიათ სამსახურისთვის მიმზიდველ კანდიდატად წარმოაჩინოთ თავი მას შემდეგ, რაც გაივლით ბიზნეს, საბუღალტრო ან მენეჯმენტის კურსებს. მაგრამ არ აქვს დიდი მნიშვნელობა რა განათლებას ფლობთ, თუ არ გაქვთ საოფისე გარემოში მუშაობის გამოცდილება, გუნდურ გარემოში მუშაობის და სხვების გაძღოლის უნარი.

ორგანიზაციული და დროის მენეჯმენტის უნარები

ოფის მენეჯერს ევალება შეინახოს ფიზიკური ნივთები სათანადო ადგილას, მართოს დრო ეფექტურად და თვალი მიადევნოს პერსონალის განრიგს და მუშაობას. თქვენი ორგანიზაციული უნარები ძალიან მნიშვნელოვანია ამოცანების დროულად შესრულებისას და ყოველი დღის სამუშაოს შეუფერხებლად წარმართვისთვის. ეს შეიძლება გულისხმობდეს ფაილების და სხვა სახის აღჭურვილობის მოწესრიგებას ისე, რომ პერსონალს ადვილად ქონდეს მათზე წვდომა საჭიროების შემთხვევაში.
ოფის მენეჯერი უნდა დარწმუნდეს, რომ პერსონალის თითოეულ წევრს კარგად ესმის თავისი მოვალეობები და მუშაობს კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად. ამას გარდა, ოფის მენეჯერმა უნდა შექმნას და შეცვალოს სამუშაო განრიგი, რომ დროულად შესრულდეს ამოცანები.





გადაწყვეტილების მიღების უნარები

მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომელიც ეფექტური იქნება თქვენი კომპანიისა და თანამშრომლებისთვის. ხშირ შემთხვევაში სხვა თანამშრომლები თქვენ მოგმართავენ კითხვებით, ამიტომ მზად იყავით სწრაფად მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, შეიძლება მოგიწიოთ გადაწყვეტილების მიღება კლინეტთან ან მომწოდებელთან დაკავშირებულ საკითზე. ასევე შეიძლება თქვენს მოვალეობებში შევიდეს გასაუბრება ახალ კანდიდატთან, პერსონალის დაქირავება და დათხოვა. იმოქმედეთ კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, როდესაც არ ხართ დარწმუნებული რა გადაწყვეტილება იქნება სწორი.

მათემატიკური უნარები

გამოიყენეთ მათემატიკური უნარები, რათა მონიტორინგი გაუწიოთ შეკვეთების დამუშავების, ინვოისების შექმნის და ქვითრების გაცემის საკითხებს. შეიძლება ასევე მოგიწიოთ კომპანიასთან დადებული კონტრაქტების გადახედვა, ოფისის პერსონალისთვის საჭირო პროდუქტების მარაგის შექმნა. მათემატიკური უნარების ჩართვა მოგიწევთ კომპანიის მიერ მცირე ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხის მართვისას. ზოგიერთი კომპანია ასევე ითხოვს ოფის მენეჯერებმა მართონ პერსონალის დროის განრიგი და სახელფასო უწყებები.

მრავალ ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი

ხშირ შემთხვევაში ოფის მენეჯერად მუშაობა გულისხმობს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობას და ამავდროულად პერსონალის სხვა წევრების კითხვებზე პასუხის გაცემას.
მაგალითად, თქვენ შეიძლება დაგიძახონ, რომ გადაჭრათ კონფლიქტი, ესაუბროთ განაწყენებულ კლიენტს, ხელი მოაწეროთ მიღებულ პაკეტს და ცვლიდეთ სამუშაო გრაფიკს ერთდროულად. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, რადგან თავიდან უნდა აირიდოთ პროდუქტიულობის შემამცირებელი შეცდომები.

ლიდერობის უნარი და ობიექტურობა

თქვენ უნდა იყოთ მისაბაძი პიროვნება პასუხისმგებლობის და პროდუქტიულობის კუთხით. გაუწიეთ ზედამხედველობა და მიეცით მოტივაცია თქვენს პერსონალს. მოეპყარით ყველას თანაბარი პატივისცემით. მიდით ოფისში დროზე და დაასრულეთ დაგეგმილი ამოცანები დათქმულ ვადაზე. დემონისტრირება გაუკეთეთ გუნდურ მუშაობას - გაუზიარეთ ინფორმაცია და რესურსები თქვენს ხელქვეითებს. ყურადღებით მოუსმინეთ მათ საჩივრებს, იზრუნეთ სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე და დარწმუნდით, რომ ყველა აქტივობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

კომუნიკაციის უნარები

უსმინეთ ყურადღებით და მიეცით ნათელი პასუხები და რეკომენდაციები. არასწორმა კომუნიკაციამ შეიძლება გაურკვევლობა გამოიწვიოს სამუშაო ადგილას, ამიტომ კარგი ვერბალური უნარები ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, კარგი წერითი უნარები განაპირობებს, რომ თქვენს მიერ გაცემული ინსტრუქციები და წერილობითი პასუხები ადვილად გასაგები და შესასრულებელი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია ძირითადად კომპანიის პერსონალთან მოგიწევთ, ზოგჯერ ეს უნარი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კლიენტებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობისთვის.



Comments

Popular posts from this blog

ელექტრონული ხელმოწერის უპირატესობები

Didi Kompiuterebi Tkveni Monacemebitvis