ელექტრონული ხელმოწერის უპირატესობები

     "აქ მოაწერეთ ხელი", არც ისე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ფრაზას მხოლოდ კალმით ფურცელზე ხელმოწერის დროს იყენებდნენ. დღეს ეს ფრაზა შეიძლება ეკრანზე სტაილუსით ხელმოწერის, თითის ანაბეჭდის დასმის, ან სულაც კომპიუტერში კლავიატურით ხელმოწერის გაკეთებისას გამოვიყენოთ.

რატომ გააკეთა არჩევანი ბევრმა კომპანიამ ელექტრონულ ხელმოწერაზე? რა უპირატესობები აქვს ელექტრონულ ხელმოწერას კალმით შესრულებულ ხელმოწერაზე?

ეფექტურობა, ელექტრონული ხელმოწერა უზრუნველყოფს ეფექტურობას ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოების პროცესის ყველა საფეხურზე, როგორიცაა: გავრცელება, შენახვა, უსაფრთხოება, გამოთხოვა.

რატომ უგულებელყოფენ დღეს კომპანიები ქაღალდზე შესრულებულ კონტრაქტებს და ოფიციალურ დოკუმენტებს?



ქაღალდის დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ფოსტით, ან კურიერმა უნდა მიიტანოს ხელმოსაწერად. ეს კი ორივე მხრიდან დროის და რესურსების კარგვაა, რადგანაც ხშირია ფოსტის მუშაობის შეფერხებები, ან იგზავნება დიდ მანძილზე. პროცესის შეფერხება ყველაზე ნაკლებად უნდა გინდოდეთ, როდესაც საქმე პოტენციურ მომხმარებელთან კონტრაქტის გაფორმებას ეხება. თქვენ გსურთ, რომ ბიზნეს პროცესები სწრაფად განხორციელდეს. ქაღალდი კი საქმეს აყოვნებს.

თუ ქაღალდის დოკუმენტში შეცდომა დაუშვით, ან ცვლილების შეტანაა საჭირო, შეფერხება კიდევ უფრო გრძელდება. დოკუმენტები უნდა შესწორდეს, თავიდან ამოიბეჭდოს, შემოწმდეს სანამ მისი რატიფიცირება მოხდება და გადაიგზავნოს, რაც მეტი დროის და რესურსის კარგვაა თქვენთვის, თქვენი პერსონალისა და მეორე ხელმომწერი მხარისთვის.

ოფიციალური დოკუმენტებისთვის ქაღალდის გამოყენების უარყოფითი მხარეების ჩამონათვალი ამით არ სრულდება.



ასევე, დაგჭირდებათ, რომ დამალოთ ისინი კონკურენტების თვალისგან და დაიცვათ ხანძრის, წყალდიდობის და სხვა საფრთხეებისგან. მართალია ეს ელექტრონულ ჩანაწერებსაც ეხება, მაგრამ ისინი ბევრად დაცულია ღრუბლოვან და რიმოუთ სერვერებზე. ქაღალდის დოკუმენტების დაცვა პოტენციური საფრთხეებისგან და მათი ბექაპის შექმნა ბევრად მეტ დროს და ხარჯებს მოითხოვს.

ქაღალდის დოკუმენტების უსაფრთხოდ შენახვის და მათი ასლების შექმნით, არაეფექტურობის ჩამონათვალი არ სრულდება. შემდეგი გამოწვევა მათი გამოთხოვაა. თქვენ არ შეგეძლებათ დოკუმენტი მოიძიოთ საძიებო ფრაზით. ამიტომ თუ მომავალში კამათი ან გაუგებრობა შეიქმნება, თქვენ მოგიწევთ მოიძიოთ დოკუმენტი. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ ამაზე დიდი დროის დახარჯვა მოგიწევთ - ჩვენთვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც არქივებში მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოძიებაზე რამდენიმე დღე დახარჯულა - ან წინასწარ უნდა იზრუნოთ და შექმნათ საარქივო სისტემა დოკუმენტების ორგანიზებისთვის.

ეს ყველაფერი კი ხარჯებს უკავშირდება.

წარმოგიდგენთ ელექტრონულ ხელმოწერას.
ელექტრონული ხელმოწერის პროგრამები საშუალებას იძლევა დოკუმენტები ხელმოწერილი იქნას ონლაინ, რაც ამცირებს ქაღალდის გამოყენებასთან დაკავშირებულ არაეფექტურობების ჩამონათვალს. ამას გარდა, ელექტრონულ პროგრამებს სხვა ბევრი უპირატესობებიც აქვთ.


რაც შეეხება ელექტრონული ხელმოწერების ლეგალურობას, მათი გამოყენება ათწლეულზე მეტია სრულიად კანონიერია ავსტრალიაში, კანადაში, ჩინეთში, ა.შ.შ-ში, ევროპასა და სხვა ბევრ ქვეყანაში. რადგანაც ელექტრონული ხელმოწერების კანონიერება ქაღალდზე შესრულებული ხელმოწერების ექვივალენტურია, არაა გასაკვირი, რომ ბევრი ორგანიზაცია სწორედ ციფრულ ხელმოწერას ირჩევს. 

Comments

Popular posts from this blog

Didi Kompiuterebi Tkveni Monacemebitvis