ადამიანური რესურსების მართვის პეტ მაკქორდისეული მიდგომები
Netflix-ის
პრეზენტაციას ადამიანური რესურსების მართვა 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. რატომ გახდა
ეს პრეზენტაცია ვირუსული და რაში მდგომარეობს Netflix-ის გუნდის წარმატება?
როგორც, ამას პეტი მაკქორდი, ადამიანური
რესურსების მენეჯერი, აცხადებს Netflix-ის
წარმატების საიდუმლო სწორად შერჩეული კადრები და მათი სწორად მართვაა. Netflix-ში პერსონალის მართვის
5 ძირითადი პრინციპი მოქმედებს.
2001 წლის კრიზისის შემდეგ კომპანიას
თანამშრომლების მესამედის გაშვება მოუწია, თუმცა აღმოჩნდა, რომ მთავარი ინჟინერი ახლა
ბევრად უკეთ ართმევდა თავს საქმეს, ვიდრე მაშინ, როცა მის დაქვემდებარებაში 3 ინჟინერი
იყო. როგორც გამოირკვა, იგი ბევრ დროს ხარჯავდა მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში.
1 პრინციპი: საუკეთესო რამ, რაც თქვენი
თანამშრომლებისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ, გუნდში მაღალკვალიფიციური კადრების აყვანაა.
2002 წელს კომპანიის ხელმძღვანელობა
დილემის წინაშე დადგა. ბუღალტერი, რომელიც Netflix-ს
პირველივე დღეებიდან მოყვებოდა და მის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა,
ვეღარ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს. საბოლოოდ, გადაწყდა ბუღალტერი სამსახურიდან
გაეთავისუფლებინათ, თუმცა გაწეული შრომის სანაცვლოდ, მას დიდი ფულადი კომპენსაცია შესთავაზეს.
2 პრინციპი: თუ გუნდში მხოლოდ მაღალკვალიფიციური
კადრების ხილვა გსურთ, მოგიწევთ მათი გაშვება, ვისი უნარ-ჩვევებიც ვეღარ პასუხობს თანამედროვე
მოთხოვნებს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ მათთვის ღირსეული კომპენსაციის გაცემა.
გონივრული ქცევა - თუ სამსახურში აყვანის
დროს, ისეთ კადრებს შეარჩევთ, რომლებიც წინ კომპანიის ინტერესებს აყენებენ და შედეგზე
არიან ორიენტირებული, მაშინ კადრების 97% არ შეცდებით. რას ნიშნავს გონივრული ქცევა?
ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლებს მარტივად და ღიად უნდა შეეძლოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე
უფროსებთან და დაქვემდებარებულებთან.
Netflix-ში
სამოგზაურო ხარჯების დაგეგმვა თავად თანამშრომლებს მიანდეს, დახარჯეთ კომპანიის ფული,
როგორც საკუთარი. ამ ნაბიჯმა მნიშვნელოვნად შეამცირა სამოგზაურო ხარჯები. ასევე თანამშრომელთა
ნება-სურვილზე გახდა დამოკიდებული, თუ როდის გავიდოდნენ შვებულებაში.
გააუქმეს შედეგიანობის ფორმალური შეჯამებებიც.
თანამშრომლებს სთხოვეს, რომ შედეგიანობის შეფასება მათი სამუშაოს ორგანული ნაწილი გამხდარიყო.
სანაცვლოდ, დანერგეს 360 გრადუსიანი შეფასების სისტემა, რომლის არსიც მდგომარეობდა
იმაში, რომ თანამშრომლებს უნდა ჩამოეწერათ ის, რაც მათ კოლეგებს უნდა დაეწყოთ, გაეგრძელებინათ,
ან შეეწყვიტათ.
კარგი იქნება, თუ კონსულტაციაზე მენეჯერებს
სთხოვთ დაფიქრდნენ იდეალურ შედეგზე, როდესაც მენეჯერების გაიგებენ, რა უნარებია საჭირო
ამ შედეგის მისაღწევად, მხოლოდ შემდეგ უნდა გადახვიდეთ მისი ამჟამინდელი გუნდის ანალიზზე.
სწრაფად ცვლად ბიზნესს გარემოში სასურველი
უნარების სია შეიძლება სწრაფადვე შეიცვალოს და კადრების გადმობირება დაგჭირდეთ. ამისთვის
საჭიროა შექმნათ მაღალი და მოქნილი ანაზღაურების სისტემა. წაახალისეთ თქვენი თანამშრომლები,
რომ გაიარონ სხვადასხვა კომპანიებში ინტერვიუები და გაიგონ თავისი საბაზრო ღირებულება,
შემდეგ კი თანხა თქვენ გადმოგიგზავნონ. ასევე, არ ეცადოთ დააბათ თანამშრომელი თქვენს
კომპანიაში ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტებით ანაზღაურების გაცემის წესის შესახებ.
სტარტაპებთან შეხვედრისას ხშირად იკვეთება
შეუსაბამობა კომპანიის ღირებულებებსა და ქცევით მოდელებს შორის. ასეთ კომპანიებში უპირატესობას
პერსონალის თავისუფალ ქცევას ანიჭებენ, თუმცა ეს დისციპლინას და პუნქტუალობას ვნებს.
არაფორმალურ გარემოში, რომელიც სტარტაპებშია შექმნილი, ლიდერი ხშირად მოუმზადებელია,
რასაც თანამშრომლებიც ამჩნევენ და მოქმედებს კიდეც მათ პროდუქტიულობაზე.
თანამშრომლებს უნდა ესმოდეთ, რა გზებით
იღებს კომპანია შემოსავალს და რა დანახარჯები აქვს. თქვენ უნდა აუხსნათ, თუ რა ქცევები
განსაზღვრავენ კომპანიის წარმატებას.
თუმცა, კომპანიის ლიდერს, რომელიც ერთიანი
სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებას ცდილობს, არ უნდა დაავიწყდეს ისიც, რომ კომპანიის შიგნით
არსებობს სუბ-კულტურები და ახალი სტანდარტების შემოღებისას საჭიროა მათი გათვალისწინებაც.
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს
ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ იგი ბიზნესს წარმოადგენს. თუ კომპანიის პროდუქტი არ გაიყიდა,
საბოლოოდ მისი ყველა თანამშრომელი უკმაყოფილო დარჩება და კომპანიის ლოგოიან მაისურს
მანქანის გასარეცხადღა თუ გამოიყენებენ. ამიტომ კითხეთ თანამშრომლებს, რას უნდა აკეთებდეს,
რომ გაიზარდოს მისი ბონუსი. თუ ამ კითხვაზე ვერ გიპასუხეს, მაშინ თქვენი HR გუნდი არც ისე კარგად
მუშაობს.
Comments
Post a Comment