ყველა სფეროს ორგანიზაციული მართვა და ოპერაციები დაფუძნებულია ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე, რომელთა ფუნქციონირებისთვისაც საჭიროა მონაცემთა ძირითადი და სარეზერვო ცენტრები, შენახვის სისტემები, serverebi და ქსელური ინფრასტრუქტურა, გაგრილება, კვალიფიცური ადმინისტრატორები. ყოველივე ამის განხორციელება მოითხოვს ძვირადღირებულ ტექნოლოგიას და სერვისს. დატვირთების ზრდასთან ერთად, საჭირო ხდება განახლების მასიური პროცესების ჩატარება, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა სახის სირთულეებთან და პრობლემებთან.
ყოველივე
ამ პრობლემის და სირთულის თავიდან ასარიდებლად, თანამედროვე ტექნოლოგიების
განვითარებამ საშუალება მოგვცა განგვეთავსებინა სერვერული ინფრასტრუქტურა
ღრუბელში.
„ღრუბლოვანი
ტექნოლოგიის“ საშუალებით შეგვიძლია თავი დავაღწიოთ იმ ხარჯებს, რაც სერვერული
ინფრასტრუქტურის მართვასთან არის დაკავშირებული.
„ღრუბლოვან სისტემაში“ მაუსის ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ მიიღოთ ახალი სერვერი, ასეთივე მარტივია სერვერული ბლოკის ან ქსელური მოწყობილობების შექმნა, სერვერული რესურსების - პროცესორების, ოპერაციული და დისკური მეხსიერების ზრდა ან შემცირება.

eCloud სისტემა მომხმარებელს 64 ბირთვიან, 30000 IOPS სიმძლავრისა და რამდენიმე გიგაბაიტი ქსელური გამტარობის სერვერებს სთავაზობს. მომხმარებლის სურვლისამებრ, შესაძლებელია სერვისს დაემატოს web application firewall, სისტემების დამცავი აპარატურა DDoS შეტევებისგან და ქსელური შემოჭრისგან.
Comments
Post a Comment