ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა მონაცემთა ბაზა წარმოდგენილია ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში - eHRMS. სისტემის მიზანია უზრუნველყოს ადამიანური რესურსების მართვა ელექტრონული სისტემების საშუალებით წინასწარ შემუშავებული სტანდარტების და პოლიტიკის გათვალისწინებით.

eHRMS ხელს უწყობს სახელმწიფო სექტორის უწყებებისა და ორგანიზაციების პერსონალის მართვის ფუნქციის განვითარებას. eHRMS შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ კადრების მართვის წამყვანი სპეციალისტები, რათა მოერგოთ სისტემა ქვეყანის კანონმდებლობასა და არსებულ მართვის წესებზე.


eHRMS მარტივი და მოქნილი სისტემაა და მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელზე. პერსონალის ადმინისტრირების მოდული, რომელიც თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის ფუნქციონალსაც მოიცავს, სრულყოფილად არის წარმოდგენილი სისტემაში. ასევე წარმოდგენილია ისეთი მძლავრი მექანიზმები, როგორიცაა:
·         ანგარიშგების წარმოება
·         მონაცემების არქივირება
·         ძებნა

სისტემა ასევე ინტეგრირებულია ხაზინის ელექტრონულ სისტემასთან (eTreasury) სახელფასო უწყისის მხრივ. სხვადასხვა დასწრების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემებთან მოხდა eHRMS სისტემის სინქრონიზაცია.

სამომავლოდ სისტემას დაემატება შემდეგი ახალი მოდულები: შეფასების, შერჩევის, სწავლების და განვითარების მოდულები, მომხმარებლის მოდული (self-service), რაც იძლევა კადრების თანამშრომლებთან ინფორმაციის გაცვლის და თითოეული თანამშრომლის მიერ საკუთარ მონაცემებზე წვდომის  შესაძლებლობას.


სისტემის საშუალებით მნიშვნელოვნად მცირდება ადმინისტრაციული დანახარჯები და საკადრო საქმიანობაზე დახარჯული დრო და რესურსები, ასევე  შეცდომებსა და მონაცემებს შორის შეუსაბამობის რაოდენობა. 

Comments

Popular posts from this blog

ელექტრონული ხელმოწერის უპირატესობები

Didi Kompiuterebi Tkveni Monacemebitvis