Posts

Showing posts from September, 2017
Image
      კომპანიები დიდწილად დამოკიდებულნი არიან ოფის მენეჯერებზე ეფექტური ოფისის შენარჩუნების მხრივ. ეს შეიძლება გულისხმობდეს ოფისის ეფექტურ ოპერაციებს, მხარდაჭერის აღმოჩენას კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებისადმი და ოფისის პერსონალის პროდუქტიულობის და კმაყოფილების ზრდას. ოფის მენეჯმენტი ჩვეულებრივ მოითხოვს მოთმინებას, ოფისის მართვასთან დაკავშირებულ უნარებს, ლიდერობის უნარს და წნეხის ქვეშ მუშაობის უნარს. განათლება და გამოცდილება მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დამსაქმებელი არ ითხოვს უნივერსიტეტის ხარისხს, თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ ამ სამსახურის მიღების შანსები ბაკალავრის ხარისხით ბიზნესში ან მენეჯმენტში. თუმცა თუ ეს ხარისხი არ გაქვთ, შეგიძლიათ სამსახურისთვის მიმზიდველ კანდიდატად წარმოაჩინოთ თავი მას შემდეგ, რაც გაივლით ბიზნეს, საბუღალტრო ან მენეჯმენტის კურსებს. მაგრამ არ აქვს დიდი მნიშვნელობა რა განათლებას ფლობთ, თუ არ გაქვთ საოფისე გარემოში მუშაობის გამოცდილება, გუნდურ გარემოში მუშაობის და სხვების გაძღოლის უნარი. ორგანიზაციული და დროის მენეჯმენტის უნარები ოფი...
Image
      ოფის მენეჯერები პასუხისმგებელნი არიან მთელი ოფისის ან ოფისთა შეუფერხებელ მუშაობაზე. ეს შეიძლება გულისხმობდეს ადმინისტრაციის მართვას და ზედამხედველობას. პასუხისმგებლობას, რომ კარგად მუშაობდეს საოფისე პროგრამები . ოფის მენეჯერებს ჩვეულებრივ არ სჭირდებათ სპეციალიზებული განათლება, თუმცა ესაჭიროებათ შესაბამისი გამოცდილება ადმინისტრაციულ და მენეჯმენტის კუთხით. თუ ასეთი ტიპის სამსახურს ეძებთ, შეგიძლიათ მკვეთრად გაზარდოთ შანსები იმის ცოდნით, თუ რა უნარებს და გამოცდილებას უნდა გაუსვათ ხაზი აპლიკაციასა და ინტერვიუს პროცესში. გადახედეთ მოთხოვნად უნარების სიას. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უმეტეს მათგანს ფლობთ. გამოიყენეთ შესაბამისი უნარების სახელები როგორც ქივორდები თქვენს რეზიუმესა და სამოტივაციო წერილში. ასე დამქირავებელი შეამჩნევს, რომ თქვენ გაქვთ ის უნარები, რომელსაც ისინი საჭიროებენ. ყურადღებით წაიკითხეთ სამუშაოს აღწეილობა, რათა გაიგოთ რომელი უნარებია მნიშვნელოვანი თქვენი მომავალი დამსაქმებლისთვის. ყველა ოფის მენეჯერის სამუშო არ ითვალისწინებ ს ერთიდაიგივე უნარების ...
Image
     თუ თქვენ კარგი ორგანიზატორი ბრძანდებით ძლიერი ადმინისტრაციული უნარებით და ნიჭით გაუძღვეთ და მოტივაცია მისცეთ გუნდს, მაშინ კარიერა ოფისში და ადამიანური რესურსების მართვა შესაძლოა შესაფერისი იყოს თქვენთვის. როგორც ოფისის მენეჯერი, თქვენ პასუხისმგებელი იქნებით ყველა ადმინისტრაციული აქტივობის ორგანიზებაზე, რომლებიც განაპირობებენ ოფისის შეუფერხებელ მუშაობას. ეს მოიცავს პერსონალის, ინფორმაციის და სხვა რესურსების ორგანიზებას. თქვენ უნდა უზრუნველყოთ საოფისე ტექნიკის და აღჭურვილობის სათანადო მუშაობა, შესაბამისი აღრიცხვების განახლება და ყველა ადმინისტრაციული საქმის ეფექტური წარმართვა. მცირე ორგანიზაციებში ყველა ამ ამოცანას თავდ უნდა გაართვათ თავი, დიდ ორგანიზაციებში კი შესაბამის გუნდს უნდა გაუწიოთ ზედამხედველობა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მოვალეობები განსხვავებული იქნება დამსაქმებელი ორგანიზაციის მიხედვით, თქვენი ძირითად პასუხისმგებლობა იქნება, რომ ოფისმა იმუშაოს შეუფერხებლად, რათა ორგანიზაციამ მიაღწიოს დასახულ მიზნებს. სამსახურის სახელები შეიძლება განსხვავდებო...