Posts

Showing posts from June, 2017

ელექტრონული ხელმოწერის უპირატესობები

Image
     "აქ მოაწერეთ ხელი", არც ისე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ფრაზას მხოლოდ კალმით ფურცელზე ხელმოწერის დროს იყენებდნენ. დღეს ეს ფრაზა შეიძლება ეკრანზე სტაილუსით ხელმოწერის, თითის ანაბეჭდის დასმის, ან სულაც კომპიუტერში კლავიატურით ხელმოწერის გაკეთებისას გამოვიყენოთ. რატომ გააკეთა არჩევანი ბევრმა კომპანიამ ელექტრონულ ხელმოწერაზე? რა უპირატესობები აქვს ელექტრონულ ხელმოწერას კალმით შესრულებულ ხელმოწერაზე? ეფექტურობა, ელექტრონული ხელმოწერა უზრუნველყოფს ეფექტურობას ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოების პროცესის ყველა საფეხურზე, როგორიცაა: გავრცელება, შენახვა, უსაფრთხოება, გამოთხოვა. რატომ უგულებელყოფენ დღეს კომპანიები ქაღალდზე შესრულებულ კონტრაქტებს და ოფიციალურ დოკუმენტებს? ქაღალდის დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ფოსტით, ან კურიერმა უნდა მიიტანოს ხელმოსაწერად. ეს კი ორივე მხრიდან დროის და რესურსების კარგვაა, რადგანაც ხშირია ფოსტის მუშაობის შეფერხებები, ან იგზავნება დიდ მანძილზე. პროცესის შეფერხება ყველაზე ნაკლებად უნდა გინდოდეთ, როდესაც საქმე პოტენციურ...

ადამიანური რესურსების მართვის პეტ მაკქორდისეული მიდგომები

Image
           Netflix- ის პრეზენტაციას ადამიანური რესურსების მართვა 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. რატომ გახდა ეს პრეზენტაცია ვირუსული და რაში მდგომარეობს Netflix -ის გუნდის წარმატება? როგორც, ამას პეტი მაკქორდი , ადამიანური რესურსების მენეჯერი, აცხადებს Netflix -ის წარმატების საიდუმლო სწორად შერჩეული კადრები და მათი სწორად მართვაა. Netflix- ში პერსონალის მართვის 5 ძირითადი პრინციპი მოქმედებს. 2001 წლის კრიზისის შემდეგ კომპანიას თანამშრომლების მესამედის გაშვება მოუწია, თუმცა აღმოჩნდა, რომ მთავარი ინჟინერი ახლა ბევრად უკეთ ართმევდა თავს საქმეს, ვიდრე მაშინ, როცა მის დაქვემდებარებაში 3 ინჟინერი იყო. როგორც გამოირკვა, იგი ბევრ დროს ხარჯავდა მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში. 1 პრინციპი: საუკეთესო რამ, რაც თქვენი თანამშრომლებისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ, გუნდში მაღალკვალიფიციური კადრების აყვანაა. 2002 წელს კომპანიის ხელმძღვანელობა დილემის წინაშე დადგა. ბუღალტერი, რომელიც Netflix -ს პირველივე დღეებიდან მოყვებოდა და მის განვითარებაში მნიშ...