ყველა სფეროს ორგანიზაციული მართვა და ოპერაციები დაფუძნებულია ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე, რომელთა ფუნქციონირებისთვისაც საჭიროა მონაცემთა ძირითადი და სარეზერვო ცენტრები, შენახვის სისტემები, serverebi და ქსელური ინფრასტრუქტურა, გაგრილება, კვალიფიცური ადმინისტრატორები. ყოველივე ამის განხორციელება მოითხოვს ძვირადღირებულ ტექნოლოგიას და სერვისს. დატვირთების ზრდასთან ერთად, საჭირო ხდება განახლების მასიური პროცესების ჩატარება, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა სახის სირთულეებთან და პრობლემებთან. ყოველივე ამ პრობლემის და სირთულის თავიდან ასარიდებლად, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ საშუალება მოგვცა განგვეთავსებინა სერვერული ინფრასტრუქტურა ღრუბელში. „ღრუბლოვანი ტექნოლოგიის“ საშუალებით შეგვიძლია თავი დავაღწიოთ იმ ხარჯებს, რაც სერვერული ინფრასტრუქტურის მართვასთან არის დაკავშირებული. „ღრუბლოვან სისტემაში“ მაუსის ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ მიიღოთ ახალი სერვერი, ასეთივე მარტივია სერვერული ბლოკის ან ქსელური მოწყობილობების შექმნა, სერვერული რესურსების - პროცესორების, ოპერაციული და დ...
Posts
Showing posts from May, 2017
- Get link
- X
- Other Apps
ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა მონაცემთა ბაზა წარმოდგენილია ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში - eHRMS. სისტემის მიზანია უზრუნველყოს ადამიანური რესურსების მართვა ელექტრონული სისტემების საშუალებით წინასწარ შემუშავებული სტანდარტების და პოლიტიკის გათვალისწინებით. eHRMS ხელს უწყობს სახელმწიფო სექტორის უწყებებისა და ორგანიზაციების პერსონალის მართვის ფუნქციის განვითარებას. eHRMS შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ კადრების მართვის წამყვანი სპეციალისტები, რათა მოერგოთ სისტემა ქვეყანის კანონმდებლობასა და არსებულ მართვის წესებზე. eHRMS მარტივი და მოქნილი სისტემაა და მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელზე. პერსონალის ადმინისტრირების მოდული, რომელიც თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის ფუნქციონალსაც მოიცავს, სრულყოფილად არის წარმოდგენილი სისტემაში. ასევე წარმოდგენილია ისეთი მძლავრი მექანიზმები, როგორიცაა: · ანგარიშგების წარმოება · მონაცემების არ...
- Get link
- X
- Other Apps
საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, რადგან ზოგავს მომხმარებლის დროს და ფინანსურ სახსრებს. გარდა ამისა, თქვენ არ გჭირდებათ უგულებელყოთ საოფისე პროგრამები , რადგან საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების სინქრონიზაცია მარტივად შესაძლებელია MS Office- თან . დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს ვმართოთ საოფისე დოკუმენტაცია ელექტრონული სისტემების საშუალებით. ამ გზით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სწრაფი წვდომა დავალებებსა და საჭირო დოკუმენტებზე. საქმისწარმოების ელექტრონული სისტემები ხელს უწყობს ბიზნეს პროცესების მაქსიმალურ გამარტივებას და მათ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სისტემა საშუალებას გვაძლევს თავი ავარიდოთ ქაღალდის გამოყენებას და ვაწარმოოთ საოფისე საქმე ელექტრონულად. ასევე, გვეძლევა შესაძლებლობა, რომ მარტივად გავუწიოთ მუდმივი მონიტორინგი დავალებებს, მათზე რეაგირებასა და სხვა ორგანიზაციული საკითხებს. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ საქმისწარმოების ელექტრონული სის...