მომავლის მონახაზი
უამრავი პროფესიის ადამიანი ერთობლივად მუშაობს, რომ ტრადიციული სახლებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ფუტურისტული ვერსიები შექმნან. ამ ვერსიების ნაწილი უკვე განხორციელებულია, ხოლო დანარჩენის დანერგვას ალბათ რამდენიმე წელი დასჭირდება. ნილ სელვინი, მონაშის უნივერსიტეტის პროფესორი, ვარაუდს გამოთქვამს, რომ 10 წლის შემდეგ ამერიკული სკოლები მთლიანად შეიცვლება და ისინი ტრადიციული სახით აღარ იარსებებს. ნორმაში შემოვა ვირტუალური კლასები. მასწავლებლები შესაძლოა რობოტებმა ჩაანაცვლონ. ამის განხორციელებისთვის კი მძლავრი სერვერები გახდება საჭირო. ერთერთი ასეთი განხორციელებული პროექტი ალაბამას შტატში მდებარე ეკლესიაა, რომელიც მრევლს ლოცვის და დასვენების საშუალებას ერთად აძლევს. ეკლესიის ტერიტორიაზე მოწყობილია ბოულინგის ბილიკები, ფიტნესის დარბაზი, სათამაშო და კალათბურთის მოედნები, კაფე და ალპინისტების სავარჯიშო კედელი. ეკლესიის ტერიტორიაზე დასვენება სტუმრებსაც შეუძლიათ. ახალი ტიპის შუქნიშანს ცდიან სინგაპურში ქვეითთა გადასასვლელზე. წითელი დიოდური სინათლე, რომელიც მთელი ტროტუარის ს...